სალომე ზურაბიშვილმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა იაპონურ კომპანიას Japan Arts ტოკიოში ქართული ოპერის დადგმა შესთავაზა. აღნიშნული ინიციატივა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტოკიოში, Japan Arts- ში შეხვედრაზე დააყენა, რომელიც უკვე 40 წელზე მეტია მთელ მსოფლიოში იაპონური კულტურის პოპულარიზაციას ეწევა და იაპონური კულტურული ღონისძიებების ჩატარებას უზრუნველყოფს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და კომპანიის Japan Arts პრეზიდენტმა ჯუნიჩი ნიჰეიმ შეხვედრაზე საქართველო-იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს.

,,ოპერასა და ბალეტზე საუბრისას შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა გავცნობოდი ფრაგმენტს ქართული ოპერიდან. ჩვენ ვმუშაობთ ქართველ სოლისტებთან, მათ შორის დიდ პიანისტთან, ელისო ვირსალაძესთან.

ჩვენი სურვილია ასეთი ურთიერთობები მომავალში უფრო გავავითაროთ და გავაღრმავოთ",- განაცხადა ჯუნიჩი ნიჰეიმ.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
კრედო ბანკმა ევროპის განვითარების წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის - PROPARCO-სგან 5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება
„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა
ათეა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება