"ბიბლუსის" მაღაზიებში "ლურჯი ოკეანის" კვირეული დაიწყო

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლურჯი ოკეანის" კვირეული უკვე დაიწყო. კვირეული 21 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ბიბლუსიდან“ აცნობეს, კვირეულის ფარგლებში „ლურჯი ოკეანის“ ყველა წიგნზე 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს, ხოლო სერიებზე „მარტივად“, „ბიზნესის გენია“ და “სინერჯი ჯგუფის წიგნებზე“ ბიზნესლიტერატურის მკითხველს 50%-იანი ფასდაკლება ელოდება.

კვირეულის ფარგლებში, „ბიბლუსი გალერეაში“ (კანდელაკის #7) იგეგმება ბიზნესმასტერკლასები: 22 ოქტომბერი, 19:00 საათი - „საუბრები ძროხობაზე“, სპიკერი - შოთა ჩინჩალაძე; 25 ოქტომბერი, 19:00 სათი – „როგორ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს“, სპიკერი - რამაზ გიგაური; 29 ოქტომბერი, 19:00 საათი – „იდეიდან ბიზნესმოდელამდე“, სპიკერი - სოსო გალუმაშვილი.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს დამატებითი ფასდაკლებები ელოდებათ. ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/500672237182165/

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა