ირაკლი აბესაძე - ბატონი მიქაუტაძე “კლანის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია

ბატონი მიქაუტაძე “კლანის” ერთ-ერთი ხელმძღვანელია, კითხვები იქნება 10-კაციან სიასთან დაკავშირებით, რომელშიც თავი შეიყვანა და ასე ურცხვად წარუდგინა საზოგადოებას, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირაკლი აბესაძემ მედიას განუცხადა, რითაც ის პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენას გამოეხმაურა.

ირაკლი აბესაძის თქმით, კითხვები შეეხება სასამართლო სისტემაში შექმნილ კრიზისს, რომელიც სისტემას ნდობას უკარგავს.

„გიორგი მიქაუტაძემ სასამართლო სისტემაში შექმნა უმწვავესი კრიზისი, რომელსაც საზოგადოებაც კარგად ხედავს და აფასებს. რა თქმა უნდა, ყველა შეკითხვა, რომელიც ამის დამადასტურებელია და მტკიცებულება დასმული იქნება, მათ შორის კითხვები იქნება 10- კაციან სიასთან დაკავშირებით, რომელშიც თავი შეიყვანა და ასე ურცხვად წარუდგინა საზოგადოებას. კითხვები გვექნება მოსამარათლეების დანიშვნის პროცესურებთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიკერძოებულად მიმდინარეობს”,-განაცხადა აბესაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა