გიგა ბოკერია გიორგი მიქაუტაძეს - თქვენ მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, მე-3 ვერ იპოვეთ? თუ ეს ასეა, მითხარით და შევალ თქვენ მდგომარეობაში

ჩემი გაგებით ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ მიღებული წესის, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს და დაინტერესდა, თუ რატომ წარადგინა მხოლოდ ორი რეკომენდაცია, როდესაც საბჭოს მიერ მოთხოვნილი იყო სამი რეკომენდატორის წერილის წარდგენა.

„თქვენ ეს წესი დაარღვიეთ და მხოლოდ ორი რეკომენდატორი წარმოადგინეთ, ახლა მითხარით რატომ მოიქეცით ასე - ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი? თუ ეს ასეა მითხარით და შევალ თქვენ მდგომარეობაში, აქ ერთი კანდიდატი გვყავდა ლექტორის გვარი ვერ დაასახელა, ასე რომ არ გამიკვირდება თუ თქვენ იტყვით რომ მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ, ან უკაცრავად სლენგისთვის თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ დადგენილი წესი, იმიტომ რომ იცოდით, რომ მაინც გაგივიდოდათ, ახლა მითხარით ამ ორიდან სწორი რომელია თუ არც ერთი“, - მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს, რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ არც ერთი ვერსია იყო სწორი.

„საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს ორგანული კანონი, ორგანულ კანონში რეკომენდატორს საერთოდ ვერ ამოიკითხავთ, როდესაც სხდომაზე ფორმებს ვამტკიცებდით მე მქონდა წინადადება, რომ კანდიდატის მიერ რეკომენდატორის მითითება საერთოდ ამოგვეღო ამ სიიდან“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაზეც ბოკერიამ უპასუხა რომ ეს პასუხი მისთვის მიუღებელია.

„თქვენი შეხედულება გავიგე, თუმცა მე მარტივს გეკითხებით, საბჭომ დაადგინა ეს წესი, მე არ გეკითებით სწორი იყო ეს, არასწორი იყო, 2 რეკომენდატორი იყო საჭირო ხუთი თუ შვიდი. ჩემი გაგებით, ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ მიღებული წესის“, - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა