მაია ცქიტიშვილი - დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, თუმცა გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არც განიხილება

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გიორგი გახარიას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არც განიხილება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ლავროვი-ზალკალიანის შეხვედრის შემდეგ, არის თუ არა მოსალოდნელი პუტინი-გახარიას შეხვედრა.

„ჩვენ ამ ეტაპზე არანაირ შეხვედრას არ ვამზადებთ. პუტინის და გახარიას შეხვედრა ამ ეტაპზე არ განიხილება. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრაზე და ზოგადად იმაზე, უნდა ვისაუბროთ თუ არა ჩვენ რუსეთთან, იმ მხარესთან, ვისგანაც დღეს გვაქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული და იმ უამრავ საკითხზე, რომელიც ჩვენ, ორ ქვეყანას შორის არსებობს, შეგახსენებთ, რომ ჩვენ ის ორი ქვეყანა ვართ, რომელიც მიუხედავად ამ რთული ურთიერთობებისა ვართ, მეზობელი ქვეყნები. ბუნებრივი ინტერაქცია და ბუნებრივი ურთიერთობები სამწუხაროდ, აქედან გამომდინარეც არსებობს. ამიტომ, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, თუმცა გახარიას და პუტინის შეხვედრა არ მზადდება და არ განიხილება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო