მაია ცქიტიშვილი - შესაძლოა, შევცდი, როცა ვთქვი, რომ ინვესტიციების მზარდი დინამიკა იყო გასულ წელს, თუმცა მთლიანობაში წელს დინამიკა პოზიტიურია

მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა არის მკვეთრად პოზიტიური, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ინვესტიციების კლება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო გარკვეული პროექტების დასრულებით.

„შესაძლოა, შევცდი, როცა ვთქვი, რომ მზარდი დინამიკა იყო ინვესტიციების გასულ წელს, თუმცა მთლიანობაში ინვესტიციების დინამიკა წელს არის პოზიტიური. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბოლო პერიოდში ნამდვილად გვქონდა ინვესტიციების კლება, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის კლება, რომელიც კონკრეტულ ვადებთან და პროექტების დასრულებასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო