თინა ბოკუჩავა გიორგი მიქაუტაძეს - 2014 წელს შეძენილი გაქვთ 64 ათასი დოლარის ქონება, მაშინ როცა, თქვენი და თქვენი მეუღლის შემოსავალი 112 000 ლარი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა დაინტერესდა როგორ მოახერხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ 2014 წელს ბინის შეძენა 64 ათას დოლარად, მაშინ როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი 112 000 ლარი იყო.

„ 2015 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ 2014 წლის მანძილზე თქვენი და თქვენი მეუღლის ერთობლივი შემოსავალი იყო 112 000 ლარი. იმავე წელს შეძენილი გაქვთ 64 ათასი დოლარის ქონება. მართალია 2014 წელს ლარის კურსი ისეთ კატასტროფულ ნიშნულზე არ იყო, როგორც ივანიშვილის 7-წლიანმა არაჩვეულებრივმა მმართველობამ მოგვიტანა, მაგრამ მაინც ელემენტარული არითმეტიკით, მარტივად მისახვედრია, რომ აღნიშნული ქონების შეძენა თქვენი ლეგალური შემოსავალების საფუძველზე არ იქნებოდა შესაძლებელი“, - მიმართა მიქაუტაძეს კითხვით თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულზე მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ 25 ათასი სესხის სახით ჰქონდა აღებული, რაც ასევე მითითებულია დეკლარაციაში, თანხის დანარჩენი ნაწილი კი მშობლებისგან საჩუქრად მიიღო.

„ნაწილი დავფარეთ სესხით, რომელიც არის მითითებული დეკლარაციაში. ჩემს ოჯახს არც დღეს და არც ადრე არასდროს ჰქონია მატერიალური საჭიროებები და ჩემი მატერიალური შემოსავალი ჩემი ოჯახის მატერიალურ შემოსავალთან შედარებით ყოველთვის იყო მინიმალური. მშობლები მეხმარებოდნენ ყოველთვის, არ უარვყოფ. ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ჩემ ოჯახს ჰქონდა ამის საშუალება, ნებისმიერ დროს შემიძლია დასადასტურებლად წარმოგიდგინოთ ეს მტკიცებულებები, გაცილებით დიდი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ბინებზეა საუბარი“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო