„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი - პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის

პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, - ასე პასუხობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი, ლევან ახვლედიანი ვიცე - პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას, რომ ანაკლიის პროექტს პერფორმანსი და პარლამენტში ღია განხილვის მოწყობა არ სჭირდება.

როგორც ლევან ახვლედიანი აცხადებს, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით მიწვევას, თავად მზადაა პარლამენტში მივიდეს და კითხვებს უპასუხოს.

„მზად ვართ მივიღოთ მოწვევა, გავაკეთოთ მოხსენება პროექტის შესახებ და კითხვებს გავცეთ პასუხი. რა თქმა უნდა, სასურველი იქნებოდა ეს მოხდეს სამინისტროსთან ერთად. პოლიტიკური შოუს მოწყობა ჩვენს ინტერესებშიც არ შედის, გვსურს საქმიანი საუბარი და ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ თუ პარლამენტში მიგვიწვევენ, მივიდეთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე, კოლეგებთან ლევან გოგიჩაიშვილსა და კობა ნარჩემაშვილთან ერთად, საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორს ლევან ახვლედიანს პარლამენტში იწვევს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო