"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი - ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არავის არ წაადგება,  არც მთავრობას და არც ანაკლიის პროექტს

ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არავის არ წაადგება. არც თვითონ მთავრობას და არც ანაკლიის პროექტს, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, ულტიმატუმის ენით საუბარი კონკრეტულ დამოკიდებულებებს გაუსვამს ხაზს. ახვლედიანის თქმით, პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, ინვესტორების დაპატიჟება და ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გადაჭრა.

"თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ჩვენ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვიღებთ ვალდებულებას, რომ პროექტს შევკრავთ და ბოლომდე მივიყვანთ. არის კონკრეტული საკითხები და დაბრკოლებები, რომლებიც გადასაჭრელია და მხოლოდ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ გადაჭრის. საჭიროა მთავრობასთან ერთად ერთობლივი მუშაობა და მთავრობის მხრიდან ამ პასუხისმგებლობის არიდება სწორად არ მიმაჩნია. უკვე არის საუბრები შეხვედრასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, რომ იქნება კონსტრუქციული შეხვედრები და მოვახერხებთ კონკრეტული საკითხების გადაჭრას,"-აღნიშნა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს