სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე პირველ კომენტარს აკეთებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი გენერალურ პროკურატურაში მის დაკითხვასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში გოგაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

ამასთან, გოგაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყების კითხვებს პასუხი ორი თვის წინ გასცა.

"გიდასტურებთ, რომ დავიკითხე პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დაახლოებით, ორი თვის წინ. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მალე დასრულდება აღნიშნული გამოძიება", - განაცხადა გოგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პანკისში სპეცოპერაცია, რა დროსაც თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა