დავით მათიკაშვილი გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის დაკითხვაზე - საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივაა, განსაზღვროს კონკრეტულ დროში, რომელ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს

საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივაა განსაზღვროს კონკრეტულ დროში, რომელ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. ასე , რომ ახლა დაიკითხებოდნენ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები თუ მანამდე, ეს არის საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაიკითხვას გამოეხმაურა.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას თავისი წესი გააჩნია. პროცესს აქვს თავის რეგლამენტი თუ როგორ ხდება და რა ნაბიჯები იდგმევა შემდგომ. ეს არის საგამოძიებო სტრუქტურის პრეროგატივა განსაზღვროს კონკრეტულ დროში, რომელ საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს. ასე , რომ ახლა დაიკითხებოდა თუ მანამდე, ეს არის საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა, განსაზღვროს რომელი მტკიცებულება რის მერე მოიპოვოს, რომელი პირი რის მერე დაკითხოს და ა.შ. ამაზე უფრო კონკრეული პასუხი შეიძლება გასცეს პროკურატურამ”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა.სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს