მაია ცქიტიშვილმა და იტალიის  ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ორი ქვეყანის სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმის” ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა იტალიის რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტისთან გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს იტალიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების შესაძლებლობები.

საქართველოს ვიცე-პრემიერი მიესალმა იტალიის მთავრობის წევრების მონაწილეობას “აბრეშუმის გზის ფორუმში” და ხაზი გაუსვა საქართველოში იტალიური კომპანიების საქმიანობის მნიშვნელობას.

ცნობისთვის, 22-23 ოქტომბერს თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსგანიხილავენ, აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა