რომან გოცირიძე გომელაურის, გოგაშვილის და ჩიმაკაძის დაკითხვაზე - რა თქმა უნდა, ფორმალურია

გამოკითხვა, რა თქმა უნდა, ფორმალურია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ჩასაწერი უცხოელებისთვის, რომ ვითომ აი, შეხედეთ გამოძიება თანამდებობის პირებსაც კითხავს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის თქმით, სინამდვილეში ხელისუფლებას სურს აღნიშნულით ხელი შეუშალოს, პარლამენტში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

„ამით მათ სურთ, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი შეუშალონ და თქვან, რომ გამოძიება ამ ფორმითაც კი მიდის, მაგრამ ვითარება პარლამენტში შეცვლილია, რამდენიმე დეპუტატმა ბოლო პერიოდში უმრავლესობიდან დატოვა პარლამენტი. რეგლამენტითაც მხოლოდ 50 ხმა სჭირდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იმედს ვიტოვებთ, რომ დაახლოებით 10 ადამიანი მაინც აღმოჩნდება წესიერი უმრავლესობის მხრიდან და დაგვეხმარებიან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ მიაწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, გომელაურმა, გოგაშვილმა და ჩიმაკაძემ საგამოძიებო უწყებას ჩვენება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა