კახა კალაძე - სპეციალისტები შეისწავლიან  რამდენად მდგრადია  გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა  და ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას

დღეს უკვე შევიდნენ სპეციალისტები, შეამოწმებენ შენობის მდგომარეობას, შეისწავლიან რამდენად მდგრადია გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობა და ექვემდებარება თუ არა რეაბილიტაციას. ყოველივე ამის შემდგომ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - ეს გაცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობის შესახებ გააკეთა.

თბილისის მერი გურამიშვილის გამზირზე დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლების დროებითი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ სასურველი საცხოვრებელი ფართის შერჩევის შესაძლობლობა აქვთ.

„მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამგეობამ არ დაიწყოს კონკრეტული საცხოვრებელი ფართების მოძიება, რადგან შემდგომ არ იყოს უკმაყოფილება რომ შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს, ვიღაც უკმაყოფილო იყოს, ამიტომ თავად მოიძიონ მათთვის მისაღები საცხოვრებელი ფართები და ჩვენგან ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა“, -განაცხადა კახა კალაძემ.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის