მამუკა მდინარაძე - არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა კონკრეტული თანამდებობის პირებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ, არათუ გამოკითხვაზე დაბარებას

არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა კონკრეტული თანამდებობის პირებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ, არათუ გამოკითხვაზე დაბარებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაკითხვას გამოეხმაურა.

მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას, რომ სუს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების პროკურატურაში დაკითხვა ფორმალურ ხასიათს ატარებს.

„ალბათ გახსოვთ ყველას, რომ გამოკითხვაზე დაბარებას კი არა, კონკრეტული თანამდებობის პირებს კითხვის დასმას ვერ უბედავდნენ. პარლამენტში მობრძანდიო, ამას ვერ უბედავდნენ. თუ მოვიდოდა ვინმე თავის ნებით, მას კითხვის დასმას ვერ უბედავდნენ. ჩვენ დავამკვიდრეთ სტანდარტი, რომლის მიხედვითაც თანამდებობის პირი არ არსებობს, არ არსებობს პრივილეგირებული პირი, რომელიც თუ საჭიროა საქმის დეტალების გასარკვევად არ იქნას დაბარებული და გამოკითხული. ასე იყო და ჩანს, რომ არის გომელაურის, გოგაშვილის შემთხევაში. იყო შემთხვევები, როდესაც შს მინისტრი დაიბარეს სხვა საქმეზე. ეს ჩვენს მიერ დამკვიდრებული სტანდარტია, რომელიც აღარადრის არ უნდა დაირღვეს. ამისთვის ვაკეთებთ ამას, ამისთვის ძლიერდება დემოკრატია, არასდროს დაბრუნდება ის დრო, როცა კონკრეტულ თანამდებობის პირებს კითხვის დასმასაც ვერ უბედავდნენ, არათუ გამოკითხვაზე დაბარებას“, - აცხადებს მდინარაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა