„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვლადისლავ კრიკლის, შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი, ლევან კარანაძე.

როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, აღნიშნა, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხი, როგორიც ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარებაა. აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოხატავს მზადყოფნას ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ ასევე ტურიზმის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.

„საქართველოსა და უკრაინას შორის ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებით ხაზგასასმელია. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ამ ქვეყნის მონაწილეობა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

2018 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი იყო. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში უკრაინიდან ინვესტიციებმა 1,17 მლნ. დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა.

ასევე ზრდით გამოირჩევა ტურიზმის სექტორი - მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, 17%-ით გაიზარდა უკრაინელ ვიზიტორთა რაოდენობაც.

სოსო არჩვაძე - ხელისუფლებას აქვს ერთი მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანა - მშვიდობიანად, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგებით გაიყვანოს ქართული სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან