დავით საგანელიძე - საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო. „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფორუმის როლის შეფასებისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს აჩვენებს ტოლერანტობის მაგალითს და წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს. ამასვე ადასტურებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის ნოურიელ რუბინის დღევანდელი სიტყვებიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ძველი და ახალი აბრეშუმის გზის ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ისტორიული მიღწევის და გეოგრაფიული მდებარეობის სწორად წარმართვა, რასაც დღეს სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ესწრება 2000-მდე სტუმარი 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი დანელიამ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩოლოყაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელში სახელწოდებით „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, ხოლო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა“.

ფორუმი, რომელიც წელს თბილისში უკვე მესამედ ტარდება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ტურიზმი. ასევე, ღონისძიების მიზანია, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, რომლის ფარგლებში, აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, განიხილონ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა