ლევან კობერიძე კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირებაზე - სხდომიდან სხდომამდე კიდევ უფრო დამწუხრებული გამოიყურება ილია ჭავჭავაძე იმ ყველაფრით, რაც სამწუხაროდ, აქ ხდება

სხდომიდან სხდომამდე კიდევ უფრო დამწუხრებული გამოიყურება ილია ჭავჭავაძე იმ ყველაფრით, რაც სამწუხაროდ, აქ ხდება, ამ დარბაზში,- ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.

მან კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს მიმართა, დააკმაყოფილოს საჯარო ინტერესი და საკრებულოს წევრ ვატო შაქარაშვილს მისცენ ნება, კითხვა დაუსვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე უსმენენ.

„მას არავის დაცვა არ სჭირდება, მოგვინელებენ, დამიჯერეთ,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

მან გიორგი მიქაუტაძეს ჰკითხა, წინააღმდეგი იქნება თუ არა, რომ კითხვები დაუსვან, მიქაუტაძემ კი დაუდასტურა, რომ ნებისმიერ კითხვას პასუხს გაცემს.

„აქ არიან ადამიანები და ბატონი ვატო წარმოადგენს სწორედ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლის კისერზე, სხეულზე და თავისუფლებაზე გაიარა 2012 წელს „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ ხალხთან ერთად. მე მაგალითად, ამ ადამიანების მადლობელი ვარ, რომ ახლა პარლამენტში ვზივარ. ჩემი შეფასებით, ბატონი გიორგი წარმოადგენდა იმ რეჟიმს მაშინ და ახლა გვაქვს სიტუაცია, როცა იმ პროცესების მსხვერპლი აქ ზის და ის არის ადამიანი, ვინც გაიარა ეს ყველაფერი. მეც და თქვენც, ბატონო ანრი, გარკვეულწილად ამ ადამიანების მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ დღეს აქ ვსხედვართ. აქ ზის ადამიანი, რომელიც ჩემი აზრით, რეჟიმს წარმოადგენდა და არ არის წინააღმდეგი რომ კითხვებს პასუხი გასცეს და ისე გამოდის, რომ 2012 წელს რითიც მოვიდა „ქართული ოცნება“, იმას უპირისპირდება ახლა - კითხვის დასმას. აქ ხომ არავინ ასამართლებს გიორგი მიქაუტაძეს და ციხეში არ უშვებს, როგორც ის აკეთებდა 2012 წელს?“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ უმრავლესობის წევრ დაჩი ბერაიას და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა