„თავისუფალი საქართველო“ -  გიორგი მიქაუტაძე ზურაბ ადეიშვილის ყურმოჭრილი მოსამართლეა

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა „არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენილ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების სიაში“.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, საუბარი მიდის არა მიქაუტაძის პასუხისგებაში მიცემაზე, არამედ მის დაწინაურებაზე“.

„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი მიქაუტაძის კანდიდატურას.

„პარლამენტი განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მიქაუტაძის არჩევის საკითხს. პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის კანდიდატურა არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენილ სიაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საუბარია პირზე, რომელიც წლების მანძილზე ზურაბ ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი იყო და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დანაშაულში.

სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, საუბარი მიდის არა მიქაუტაძის პასუხისგებაში მიცემაზე, არამედ მის დაწინაურებაზე, რაც სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნება“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა