მამუკა მდინარაძე ე.წ. მუქარის წერილზე - საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა. ამის შესახებ მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

მდინარაძის შეფასებით, ხაზარაძის განცხადებები თავიდანვე ურთიერთგამომრიცხავი იყო და არასერიოზულად გამოიყურებოდა.

„ის ჯერ აცხადებდა, თითქოს წერილის ავტორი გიორგი გახარიაა. ახლა ამბობენ, რომ პირადად გახარიას ბრალს ამ წერილის ავტორობაში არც არასდროს სდებდნენ. ხან - შუამავალი არ არსებობსო, ხან ამბობდნენ, რომ შუამავალი მზადაა მივიდეს პროკურატურაში. მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთეს, რომ ალბათ, მათთვისვე უკეთესი იქნებოდა, თუ შეჯერდებოდნენ ერთ ვერსიაზე და იმას გაახმოვანებდნენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციით, მტკიცებულებებთან მიმართებით, საქმე დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან გვაქვს.

„მტკიცებულებებს რაც ეხება, როგორც მედიით ვრცელდება, საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო. თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მითიური წერილიდან რაიმეს იდენტიფიცირება მაინც მოხერხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა