გიორგი მიქაუტაძე ლევან გოგიჩაიშვილს - ძალიან მარტივია, დეპუტატის მანდატს ამოფარებულმა მიაყენო შეურაცხყოფა ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა

ძალიან მარტივია, დეპუტატის მანდატს ამოფარებულმა მიაყენო შეურაცხყოფა ვისაც გინდა და რა ფორმითაც გინდა, ეს თქვენი არჩევანია, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, ის მისი კარიერის ყველა დღეზე პასუხისმგებელია, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში.

„მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ. დარწმუნებული ვარ, ათასი სირთულე გექნებათ გადალახული, სანამ მოხვედით დეპუტატობამდე. ასე რომ, ყველა დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ, პროკურატურაში მათ შორის და მათ შორის სასამართლოში და პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს და ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია. მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ,“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, ლევან გოგიჩაიშვილმა მის წარსულზე ისაუბრა და წინა ხელისუფლების დროს პროკურატურაში მუშაობისთვის მწვავედ გააკრიტიკა. ასევე, გაიხსენა 2012 წელს უკვე მოსამართლის რანგში მის მიერ განხილული საქმეები. მან გიორგი მიქაუტაძეს კომიტეტის სხდომაზე ზონდერ-მოსამართლე უწოდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს