ლევან გოგიჩაიშვილი გიორგი მიქაუტაძეს - გამოგიყვანეთ ეს ბნელეთის მოციქულები, პირდაპირ ეთერში დაგსვით და რაც გემართებათ, ამას ძალიან კარგად ხედავს ხალხი

გამოგიყვანეთ ეს ბნელეთის მოციქულები, პირდაპირ ეთერში დაგსვით და რაც გემართებათ, ამას ძალიან კარგად ხედავს ხალხი,- ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მისივე თქმით, პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, კარგად აჩვენებს იმას, თუ „რა ტრანსფორმაცია განიცადა „ქართული ოცნების“ ახლანდელმა ისტებლიშმენტმა“.

„ის წერილი ბიძინა ივანიშვილმა თავზე გადაახია ქართულ მოსახლეობას, სადაც წერს, რომ ზუსტად იმიტომ მოდიოდა ხელისუფლებაში, რომ თქვენნაირი ადამიანებისგან გაეწმინდა სასამართლო. ამას ჰქვია ფასეულობების აღრევა. ამას ჩვენ არ შევეგუებით,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მანვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უთხრა, რომ გიორგი მიქაუტაძეს პიროვნულად შეურაცხყოფას არ აყენებს. ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი მიქაუტაძეს არ აქვს შანსი გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და მას ამისთვის ხმები არ ეყოფა. მან მიქაუტაძეს შესთავაზა პოლიტიკაში სცადოს ბედი და ეს იქნება ტესტი მისთვის, თუ რა მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს.

„თქვენ შეგიძლიათ წამოხვიდეთ პოლიტიკაში და იყაროთ კენჭი. აბა ვნახოთ რამდენი ადამიანი დაგიჭერთ მხარს. შეიძლება თქვენს სადარბაზოში ვერ მოიგოთ არჩევნები,“- მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი მიქაუტაძეს.

ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი მიქაუტაძის სამუშაო გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეალურად ის დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი დავალებების შესასრულებლად სჭრიდება.

„2006 წლიდან რომ 2010 წლამდე მუშაობდი ყველაზე ბინძურ უწყებაში, რაც იყო საქართველოს პროკურატურა, პირდაპირ იყო კონვეირი ადამიანების გაუბედურების და იყო უბინძურესი: ქონების წართმევა, დაშანტაჟება, ფარული თვალთვალი, ადამიანების გაუბედურება. რამდენიმე ნორჩი ლენინელი ჰყავდათ, ამ ყველაზე ცუდებიდან აგარჩიეს თქვენ და წაგიყვანეს მერე უკვე სასამართლოში და ეს ადამიანი ახლა ხართ აქ და იმის თქმასაც ვერ ბედავთ, რომ ის რაც იყო, იყო ცუდი და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. როდესაც იყავით ადეიშვილის ვერტიკალში, ბოდიში უნდა მოიხადოთ, იმიტომ, რომ ასეთი ბინძური უწყება, როგორიც იყო მაშინდელი საქართველოს პროკურატურა, არ არსებობდა.

ახლა ზიხართ გაყინული სახით, ვითომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს, არადა დარწმუნებული ვარ, საშუალება რომ მოგცეთ, ჯვარს გვაცმევდით თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის საშუალება თქვენ აღარასდროს აღარ გექნებათ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო