ნიკოლოზ ალავიძე - ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

ნიკოლოზ ალავიძემ მონაწილეობა მიიღო ფორუმის პანელში „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, სადაც ერთ-ერთი მომხსენებელი იყო.

როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველო ცდილობს, ფეხი აუწყოს ახალი ტექნოლოგიების განვითარების ტემპს და ამ სფეროში უკვე არსებული პრაქტიკა და საუკეთესო გამოცდილება გაიზიაროს.

„ჩვენ ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ამ ტემპს და მივიღოთ საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა დიდი მოთამაშეებისგან. დარწმუნებული ვარ, ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ მომავალი წლისთვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ პარტნიორები ვართ გლობალური სამყაროსთვის, იმიტომ რომ ვფიქრობთ ლოკალურად, მაგრამ ვმოქმედებთ გლობალურად. ეს გახლავთ ჩვენი შანსი, საქართველოს მთავრობა ცდილობს მხარი დაუჭიროს ამ მიმართულებას. არსებობს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე რამდენიმე წარმატებული სტარტაპი გვყავს ამ მიმართულებით, პოლიტიკა გვაქვს შემუშავებული და ვცდილობთ, ამ თვალსაზრისით სამოქმედო გეგმაც შევიმუშაოთ. ხელოვნური ინტელექტი შემდეგი ნაბიჯი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის