კარლო კოპალიანი ოთარ კახიძეს - თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი -  კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება

კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული განცხადება კოპალიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ მას წარსული საქმიანობა შეახსენა.

"თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდეგ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს,"- მიმართა კახიძემ კოპალიანს.

თავის მხრივ, კოპალიანმა კახიძეს უპასუხა, რომ ის ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელია.

"თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება,"- მიმართა კოპალიანმა ოთარ კახიძეს.

აღნიშნულის შემდეგ, ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს მიმართა, რომ როდესაც უმრავლესობის წევრი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს „ქართული ოცნების“ სახეც არის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს