იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეშვეობით აზიისა და ევროპის ქვეყნები ერთმანეთს სწორედ თბილისში ხვდებიან

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალება გვეძლევა, - ასე შეაფასა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ივან სკალფაროტომ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის მნიშვნელობა.

მისი თქმით, ფორუმი საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპისა და აზიის ქვეყნები ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე სასაუბროდ სწორედ თბილისში ხვდებიან.

„ვაჭრობა ქვეყნებს შორის მშვიდობის დამყარების ძლიერი საშუალებაა. ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, ერთი მხრივ, იტალიისა და მეორე მხრივ, ჩინეთის ერთმანეთთან დაკავშირებით ეფექტურ გზებზე. „აბრეშუმის გზა“ იტალიაში მე-13 საუკუნიდან იწყება, როცა მარკო პოლო ვენეციიდან ჩინეთს ესტუმრა და ორი ქვეყანა ერთმანეთთან დააკავშირა. მე საქართველოში მეორედ ვიმყოფები. პირველად ორი წლის წინ ჩამოვედი რამდენიმე კომპანიასთან ერთად. ახლაც გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განვავითაროთ“, - აღნიშნა მან.

ივან სკალფაროტოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, იტალიასა და საქართველოს შორის უფრო მეტი პირდაპირი ავიარეისები შედგეს.

„ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამყარებისთვის პირდაპირი ავიარეისები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხალხის მიერ ერთმანეთის გაცნობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. თუ მათ ერთმანეთთან არ აკავშირებ, უფრო რთულია, მეგობრული დამოკიდებულება და ქვეყნებს შორის კოოპერაციული ურთიერთობები დაამყარო. გუშინ ჩემი ქალაქიდან შუა ღამისას გამოვფრინდი, რადგან პირდაპირი ავიარეისი არ იყო დანიშნული. ეს პროცესი უფრო ართულებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს. თუ იტალიასა და საქართველოს - ამ ორ ულამაზეს ქვეყანას შევხედავთ, ამ ორ ძველ კულტურას, შესანიშნავ ბუნებას გადავავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ იტალიელები ისეთივე გატაცებულები არიან საქართველოში ვიზიტით, როგორც ქართველები იტალიით. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ავიარეისებთან დაკავშირებით გამოწვევები არსებობს და საერთაშორისო ფრენები უფრო მეტად უნდა განვითარდეს. ვფიქრობ, ეს არის პირველი ნაბიჯი ერთმანეთის გაცნობის, ურთიერთობების დამყარებისკენ“, - აღნიშნა ივან სკალფაროტომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს