ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრი - ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა როსენ ჟელიაზკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტუქტურის და ამ კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანელზე „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა“ აბრეშუმის გზის გასწვრივ ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესების პერსპექტივები განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

როგორც ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა, ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.

„სწორედ ამიტომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი. და ეს არ გულისხმობს მხოლოდ შავი ზღვის გარშემო მყოფი ქვეყნების შეკრებას, არამედ ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა - გერმანია, აშშ და ა. შ რათა, მათაც დაინახონ ის პოტენციალი, რაც შავი ზღვის რეგიონში არსებობს. სატრანსპორტო კომუნიკაცია და კავშირი არის ერთ-ერთი საშუალება, რომ მოგვარდეს ყველა პოლიტიკური საკითხი, რომლის წინაშეც დღეს შეიძლება ქვეყნები იდგნენ“, - აღნიშნა როსენ ჟელიაზკოვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანი დერეფნების მეშვეობით ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ შავი ზღვის და კასპიის ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და ამ კუთხით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, ვინაიდან დერეფანი არ გახლავთ მხოლოდ ინფრასტრუქტურული საკითხი, არამედ ეს უკავშირდება პოლიტიკურ თემასაც - ეს არის ფიზიკური და არაფიზიკური ბარიერების მოხსნა“, - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა