თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს

თურქეთი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჩრდილოეთ სირიაში, ამჟამინდელი ოპერაციის არეალის მიღმა, ახალი ოპერაციის განხორციელების საჭიროება არ არსებობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ როგორც ვაშინგტონმა ანკარას აცნობა, ქურთი მებრძოლების „უსაფრთხო ზონიდან“ გასვლის პროცესი, რასაც ანკარა ითხოვდა, დასრულებულია.

„რეგიონში მშვიდობის კორიდორის შექმნით ჩვენი დევნილი სირიელი ძმები და დები უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან თავიანთ სახლებსა და მიწებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო. ანკარას მტკიცებით, ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი „უსაფრთხო ზონის“ შექმნა და მილიონობით სირიელი დევნილის საკუთარ სახლებში დაბრუნებაა. თურქეთის პრეზიდენტის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ანკარამ ოპერაცია დროებით შეწყვიტა. ქურთულ ძალებს 120 საათი მისცეს იმ ტერიტორიის დასატოვებლად, სადაც თურქეთი „უსაფრთხო ზონის“ მოწყობას გეგმავს. აღნიშნული ვადა კი სამშაბათს ამოიწურა.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის თავდაცვის სამინისტრო - ჩრდილოეთ სირიაში ახალი ოპერაციის დაწყების საჭიროება არ არსებობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა