BBC - თუ ევროკავშირი „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭერს მხარს, ბორის ჯონსონი საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს

თუ ევროკავშირი „ბრექსითის“ იანვრამდე გადავადებას დაუჭერს მხარს, პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს, - ამის შესახებ BBC სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა,მას შემდეგ რაც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი არ დაუჭირა ბორის ჯონსონის „ბრექსითის“ კანონპროექტის რატიფიცირებისთვის გათვალისწინებულ სამდღიან ვადას, პრემიერ მინისტრმა აღნიშნული კანონპროექტი „დააპაუზა“ ახლა კი ევროკავშირის ლიდერები იმსჯელებენ, დაუჭირონ თუ არა მხარი „ბრექსითის“ გადავადებას და რა ვადით.

„თუკი პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ გადავადებას ბრიუსელი მხარს დაუჭერს, მაშინ ერთადერთი გამოსავალი, რაც ქვეყანას დარჩება, არჩევნები და ამ პარლამენტის დაშლაა,“- განუცხადა წყარომ BBC-ს.

გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ „ბრექსითის“ განხორციელებაზე პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კანონპროექტს მხარი დაუჭირა თუმცა, კანონპროექტის რატიფიცირებისთვის გათვალისწინებულ სამდღიან ვადას კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.

20 ოქტომბერს ბორის ჯონსონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ გადავადების საკითხზე ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, თუმცა, მისთვის ხელი არ მოუწერია. გადავადების შესახებ მოთხოვნის გაგზავნას პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობა ავალდებულებდა მას შემდეგ, რაც 19 ოქტომბერს თემთა პალატამ „ბრექსითის“ გადავადებას დაუჭირა მხარი. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს ხელმოწერილი წერილიც მისწერა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ბრექსითის“ გადავადება დიდი შეცდომა იქნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა