დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ გიორგი გახარიასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება.

როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამომავლო შეხვედრაზე ნიუ- იორკში გამართული შეხვედრისას საუბარი არ ყოფილა.

„მსგავსი შეხვედრა არ იგეგმება. ამაზე ნიუ-იორკში გამართული შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი. ჩვენ მსგავს შეხვედრაზე არ ვმუშაობთ და არც ნიუ-იორკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩემი შეხვედრის დროს არანაირ მომავალ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი", -აღნიშნა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს