დავით ზალკალიანი - მიუღებელია ის, რაც ატოცში  ხდება, ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება

მიუღებელია ის, რაც ატოცში ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გორის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია საერთაშორისო ორგანიზაციები.

"ჩვენი პარტნიორები მუდმივად გვყავს საქმის კურსში, მათ შორის, თანათავმჯდომარეები. ჩემი მოადგილის, ლაშა დარსალიას სატელეფონო საუბარი შედგა ყველა თავმჯდომარესთნ: ეუთო, ევროკავშირი, გაერო. ბუნებრივია, ჩვენ განსაკუთრებული სიმწვავით დავაყენებთ, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ისე ჟენევის მოლაპარაკების ფორმატში. მიუღებელია ის, რა იქ ხდება. ეს არის უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელება და ჩვენ აუცილებლად ვართ თანმიმდევრული", - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა