ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიისთვის მასშტაბური კვლევა იწყება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელური დისკუსია ,,ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად’’ გაიმართა. დისკუსიაში დარგის მოწინავე წარმომადგენლები განიხილავდნენ აბრეშუმის გზის ქვეყნებში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივებს და გამოწვევებს. დისკუსიის მონაწილე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიც იყო, რომლის რექტორმა, ნინო ენუქიძემ, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

,,2017 წლიდან, როდესაც კანადამ პირველად შეიმუშავა ეროვნული სტრატეგია, მისი ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამ ინიციატივას მალე შეუერთდა მსოფლიოს სხვადასხვა მოწინავე ქვეყნები, რომელთაც განსაზღვრეს ის სტრატეგიული მიმართულებები, რომლის მხარდაჭერა და განვითარება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შესაძლებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2030 წლის პროგნოზით, ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს მსოფლიოს 800 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს, დავინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა სწრაფი რეაგირება მოახდინონ და გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალი.’’ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია გულისხმობს კვლევითი ინფრასტრუქტურის ფორმირებას, საკანონმდებლო ბაზის მომზადებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, საგანმანათლებლო სისტემის ადაპტირებას ახალ სისტემებთან, ეკონომიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორების მხარდაჭერას ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით და სამუშაო ძალის მომზადებას მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში მიმდინარე ცვლილებებისთვის შრომის ბაზარზე. ამ პროცესის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის ჩართულობა, კვლევების წარმოება და განვრცობა დაინტერესებულ თანასაზოგადოებასთან, რისი ინიციატივითაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გამოვიდა. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, მოლაპარაკებების პროცესი, კვლევის პარალელურად უკვე დაწყებულია და პირველი შედეგები მალე გახდება ცნობილი.

ინიციატივის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პანელური დისკუსიის სხვა მონაწილეებმაც, მათ შორის კომპანია Microsoft-ის მმართველმა პარტნიორმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით იყო მარკო მანიმ და გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა