მაია ცქიტიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ დირექტორ ფლავია პალანცას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე, აღნიშნეს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადგომის უდიდესი მნიშვნელობა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

თბილისი, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, რიგით მე-3 ,,აბრეშუმის გზის ფორუმს" მასპინძლობს, რომელშიც 60-მდე სხვადასხვა ქვეყნის 2000-მდე დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებას ემსახურება, რომელზეც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს