ანაკლიის პორტის პროექტით უზბეკი ინვესტორები დაინტერესდნენ

ანაკლიას დღეს უზბეკეთის დელეგაცია ესტუმრება, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა.

"ინტერპრესნიუსს" კითხვაზე, რომელი ქვეყნის წარმომადგენლები აპირებენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამუშაოების დათვალიერებას, ახვლედიანი აცხადებს, რომ ანაკლიაში დღეს უზბეკეთის ვიცე-პრემიერი ჩავა.

" რა თქმა უნდა, პროექტი საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ანაკლიაში უზბეკეთის დელეგაციას ვუმასპინძლებთ. მათ ანაკლიაში ჩვენი ჯგუფი დახვდება," - აღნიშნა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ასეთი დელეგაციები ხშირად სტუმრობენ ანაკლიას. ორი კვირის წინ ადგილზე იყო დელეგაცია იაპონიიდან, ასევე, იყვნენ შვედები, წინა კვირას კი იყო ნატო-ს დელეგაცია.

"ინტერესი არის და ვაგრძელებთ ყველა დაინტერესებულ პირთან საუბარს ," - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სამიმისტროსთან სამუშაო შეხვედრა უახლოეს დროში შედგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო