ნათია თურნავა - საქართველო სხვადასხვა ინდუსტრიას კონკურენტული ფასისა და მცოდნე სამუშაო ძალას სთავაზობს, მაგრამ ზოგი მათგანი არაა თანამედროვე საჭიროებების შესაბამისი

„საქართველო სხვადასხვა ინდუსტრიას კონკურენტული ფასისა და მცოდნე სამუშაო ძალას სთავაზობს, მაგრამ ზოგი მათგანი არაა თანამედროვე საჭიროებების შესაბამისი“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მან პანელზე „ინვესტიციები წარმატებისთვის“, შრომითი ბაზრის საჭიროებებისა და პროფესიული განათლების შესახებ ისაუბრა.

„განათლების რეფორმა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ წარმმართველს წარმოადგენს, რადგან ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკისკენ მივიწევთ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ საქართველო სხვადასხვა ინდუსტრიას სთავაზობს ყველაზე კონკურენტული ფასისა და მცოდნე სამუშაო ძალას, ზოგიერთი მათგანი არ გახლავთ თანამედროვე, მიმდინარე საჭიროებების შესაბამისი ამ სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. ვხედავთ ასეთ გარღვევას, წყვეტას, მაგალითად, ტექსტილის ინდუსტრიაში, სამშენებლო, საინჟინრო სფეროებში. ეს გამოწვევებია, როდესაც ვსაუბრობთ ინდუსტრიაზე, სადაც სწრაფი ზრდის პოტენციალი არსებობს. ამიტომ, ჩვენი მთავრობა, განათლების სამინისტრო ძირითადად კონცენტრაციას ახდენს და დიდ ყურადღებას უთმობს პროფესიული განვითარების მიმართულებას, კარგად განსაზღვრულ ტრენინგებს. კერძო ბიზნესებთან ამ ჭრილში პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია და საშუალებას გვაძლევს, ვიპოვოთ სინერგია საჯარო და კერძო რესურსებს შორის, რადგან მთავრობას შეუძლია, მხარდაჭერა აღმოუჩინოს, მაგრამ მთავრობამ ბიზნესზე უკეთ არ იცის, თუ რა არის საჭირო, რადგან ბიზნესი ყოველთვის უფრო მოქნილია და სუკეთესო ინდიკატორია, თუ როგორ განვითარდეს ჩვენი განათლების სექტორი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა