A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან

A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებსაც მანქანები თეთრად სრულად გადაღებილი არ აქვთ ან ფირი მხოლოდ ნაწილობრივ აქვთ გადაკრული, დაჯარიმდებიან.

აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და ვიცე-მერს დაავალა, შესაბამის მძღოლებს ავტომანქანის შეუღებავი ნაწილების თეთრად შეფერვა მოსთხოვონ.

„მინდა შევეხო ერთ საკითხს, ეს არის ავტომობილები, რომლებიც A კატეგორიაში არიან, თუმცა მათი ავტომობილები არ არის მთლიანად ან გადაღებილი ან ფირი არ აქვთ მთლიანად გადაკრული. მე მგონია, ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამისი საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, „ბამპერები“ არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან, მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა