ეკა ბესელია - პაატა სილაგაძე ერთ-ერთი მთავარი ჯალათია, რომელიც სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა უსამართლობის სისტემას და ამაგრებდა თავისი სასტიკი დამოკიდებულებით

პაატა სილაგაძე გახლავთ ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, რომელიც უზენაესი სასამართლოდან ბოლო ლურსმნებს აჭედებდა ხოლმე უსამართლობის ძალიან დიდ სისტემას, ამაგრებდა სისტემას თავისი გულცივი და სასტიკი დამოკიდებულებით, მათ შორის არასრულწლოვანთა საქმეებზე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მედიას განუცხადა, რითაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი პაატა სილაგაძე შეაფასა.

ბესელიას თქმით, აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერით, “მართლმსაჯულება დაბნელდება”.

“მოსამრთლე პაატა სილაგაძე გახლდათ პარტიზანულად გამოგზავნილ 10-კაციან სიაშიც. ის მეორედ შემოიყვანეს იმ გარანტიით, რომ მას აირჩევენ და თუ მას პარლმენტი მისცემს ხმას, ჩათვალეთ, რომ მართლმსაჯულება უნდა დაბნელდეს. ახლაც უფლებამოსილება რომ აქვს გაგრძელებული, უკანონოდ აქვს გაგრძელებული, რადგან ვადა გაუვიდა და იუსტიციის საბჭომ ისე გაუგრძელა ვადა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. აქ არის მოსამართლე, რომელსაც არანაირი მანდატი ნდობის და კანონიერების არ გააჩნია და ერთ-ერთი ჯალათი გახლავთ, ვინც კი ვიცი სასამართლო სისტემაში”,-განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა