აკაკი საღირაშვილი - მნიშვნელოვანია, ჩვენი სატრანსპორტო კორიდორის დიჯიტალიცაზია, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას

„ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაც აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში იქნა განხილული, იყო სატრანსპორტო-ლოგისტიკური საკითხები, გვქონდა როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან, განსაკუთრებული ფოკუსირება გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლებიც ჩვენს კორიდორში წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აკაკი საღირაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მისი განცხადებით, სატრანსპორტო კორიდორების წევრები ერთხმად მხარს უჭერენ პროცესს, რომ მოხდეს კორიდორის დიჯიტალიზაცია.

„ეს პროცესი ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ და ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ დიჯიტალიზაციის გარეშე ჩვენი კორიდორის კონკურენტუნარიანობა სხვა კორიდორებთან ვერ შედგება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საჯარო და კერძო სერვისები ერთი პლატფორმის ქვეშ გავაერთიანოთ, რაც შეამცირებს მომსახურების დროს და გაზრდის კონკურენტუნარიანობას. ამიტომ შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბოთ სამუშაო ჯგუფი ამ მიმართულებისთვის“, - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა ასევე გადაიხედოს კორიდორის სატარიფო პოლიტიკა, სადაც შეიძლება საჭირო იყოს გარკვეული კორექტირება.

„უახლოეს მომავალში დავასრულებთ კვლევას საბორნე და საფიდერო მიმოსვლის შესახებ, რის შემდეგაც შეგვეძლება ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავსახოთ ამოცანები, რა მიმართულებით ვიმუშავოთ. შესაბამისად, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“, იძლევა კარგ საშუალებას, არსებული თუ სამომავლო გეგმები განვიხილოთ უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან“, - განაცხადა საღირაშვილმა.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ 22 ოქტომბერს გაიხსნა და 23 ოქტომბერს დასრულდება. ღონისძიებაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

აღნიშნულ ინფრომაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
როგორ გავუშვათ ბიუჯეტური ონლაინრეკლამა მარტივად მაღალრეიტინგულ ვებგვერდებზე - ინტერვიუ Adword.ge-ს წარმომადგენელთან
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა