კრწანისის ტყე-პარკში ხის დარგვის აქცია გაიმართა

ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო CENN-თან ერთად, ავსტრიულ დელეგაციას კრწანისის ტყე-პარკში მასპინძლობდა.

ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მაქს ჰეიგელსბერგერმა, ავსტრიელ ჟურნალისტებთან, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ტყეპარკში 60 ელდარის ფიჭვის ნერგი დარგო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ნიშნები განთავსდა, რომელიც ტყეპარკს უკანონო საქმიანობებისგან დაიცავს.

უწყების ცნობითვე, ღონისძიების მიზანია ტყეპარკის, როგორც რეკრეაციული ზონისა და ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილის ფიზიკური შენარჩუნება და განვითარება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო