ვლადიმირ ზელენსკი შტაინმაიერს - დონბასში მშვიდობის მიღწევა და სისხლისღვრის დასრულება ჩემთვის და ჩემი გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი იაპონიაში თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, სადაც დონბასში არსებული ვითარება განიხილეს.

„დონბასში მშვიდობის მიღწევა და სისხლისღვრის დასრულება ჩემთვის და ჩემი გუნდის აბსოლუტური პრიორიტეტია”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, ორი ლიდერი შეთანხმდნენ ნორმანდიის ფორმატზე, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში რუსული აგრესიის შეჩერების გასაღებზე. ზელენსკის თქმით, უკრაინამ შეასრულა მის წინაშე არსებული ყველა ვალდებულება „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის გასამართავად.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, უკრაინა „შტაინმაიერის ფორმულას“ დათანხმდა, რომელიც დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალიწინებს.

იხილეთ ვიდეო: ზელენსკი შტაინმაიერს - დონბასში მშვიდობის მიღწევა და სისხლისღვრის დასრულება ჩემთვის აბსოლუტური პრიორიტეტია

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა