მესტიაში ძმის მკვლელობაში ბრალდებული - ჩემი ბრალია ყველაფერი, რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა

მესტიის სოფელ ცხუმარში, ძმის მკვლელობაში ბრალდებულ 48 წლის ბესიკ არღვლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თავად ბრალდებული, რომელიც პროცესზე ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

როგორც არღვლიანმა აღნიშნა, იგი დანაშაულს აღიარებს.

„დანაშაული მაქვს, მანქანა არ მივეცი და ჩემი ბრალია ეს ყველაფერი. რომ დამეთმო, ეს არ მოხდებოდა", - განაცხადა პროცესზე ბრალდებულმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბესიკ არღვლიანმა ძმას სასიკვდილო ჭრილობა, ცივი იარაღით ყბისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა