ნათია თურნავა - უზბეკეთის დელეგაცია მხოლოდ ანაკლიას არ სტუმრობს და ისინი "პირველ რიგში ფოთის პორტში" ჩადიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უზბეკეთის დელეგაცია მხოლოდ ანაკლიას არ სტუმრობს და ისინი "პირველ რიგში ფოთის პორტში" ჩადიან.

"ინვესტორები ჩადიან და დაათვალიერებენ არა მხოლოდ კონკრეტულად ანაკლიას, არამედ შავიზღვისპირეთს. პირველ რიგში ფოთის პორტში ჩადიან. იცით, რომ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეულად მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ობიექტი ფოთის პორტია. ინვესტორებს ინტერესი აქვთ, რომ იქ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა განავითარონ. ასევე ახალი პროექტია ფოთის პორტში დამატებითი ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით და იქაცაა პერსპექტივები, რომ ინვესტიცია ჩაიდოს, მაგრამ რასაკვირველია, ანაკლია ჩვენი დერეფნის ინვესტორებისთვის ყურადღების ცენტრშია, მათ აინტერესებთ ლოკაცია, როგორი იქნება ანაკლიის პორტი," - აცხადებს მინისტრი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა