უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე

უფრო მეტად, შვილების შემხედვარე, „ბასტი-ბუბუს“ ვუყურებ ხოლმე, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა პაატა სილაგაძემ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის რეპლიკას, რომელმაც გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატმა ინფორმაცია ტელევიზიიდან მიიღო.

მანამდე კი ოთარ კახიძე დაინტერესდა, იცნობდა თუ არა „თიბისი ბანკის“ საქმეს პაატა სილაგაძე, რაზეც მან უპასუხა, რომ ფაქტის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

„საქმეს არ ვიცნობ. ფაქტი ვიცი, რომ მიმდინარეობს. ტელევიზიიდან გამომდინარე, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, - აღნიშნა სილაგაძემ.

მის განცხადებას კი ხათუნა გოგორიშვილი გამოეპასუხა და აღნიშნა, რომ სილაგაძე არის პირველი კანდიდატი, ვინც თქვა, რომ ტელევიზორს უყურებს. რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ შვილების გამო, უფრო მეტად „ბასტი -ბუბუს“ უყურებს.

იხილეთ ვიდეო: "უფრო მეტად "ბასტი-ბუბუს" ვუყურებ ხოლმე" - რა ჩაილაპარაკა უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ხაზარაძეზე დასმული შეკითხვის შემდეგ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა