დავით მათიკაშვილი - „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ადასტურებს, რომ ქვეყანა არათუ გამქრალია მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების რადარებიდან, პირიქით, წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არათუ გამქრალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების რადარებიდან, პირიქით, საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მედიას განუცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს გამოეხმაურა.

დავით მათიკაშვილის თქმით, დოკუმენტი ასევე არის პასუხი ოპონენტებისთვის, რომლებიც

ხელისუფლებას ადანაშაულებენ, თითქოს ხელისუფლება სათანადოდ “არ იქცევა საგარეო პოლიტიკაში ქვეყნის პოზიციონირობის კუთხით”.

„ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის ერთგვარ გამარჯვებაზე. იმიტომ, რომ ორპარტიული მხარდაჭერის ასახვა დოკუმენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ეს არის კიდევ ერთხელ ხაზგასმა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მხარდაჭერის. თვითონ დოკუმენტი არის ძალიან მომცველი და შინაარსობრივად მნიშვნელოვანი. ის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოუწოდებს მხარეებს, რომ დროულად მოხდეს გაფორმება. ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არათუ გამქრალია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების რადარებიდან, პირიქით, საქართველო წარმოადგენს სტრატეგიულ პარტნიორს. საქართველო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ასე ორი პარტიის ინტერესების დაახლოება და ერთ დოკუმენტში წარმოდგენა მართლაც ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის გვერდში დგას”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ერთსულოვნად დაამტკიცა ორპარტიული „საქართველოს მხრდამჭერი აქტი“, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული ურთიერთობების თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მკაფიო დასტურია. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს