თამარ ჩუგოშვილი -  კახა კალაძე იმ დოზით არის წარმოდგენილი რეგიონებში პარტიულ შეხვედრებში, რა დოზითაც არის საჭირო - მისთვის პრიორიტეტი დედაქალაქის რეფორმებია

კახა კალაძე იმ დოზით არის წარმოდგენილი რეგიონებში პარტიულ შეხვედრებში, რა დოზითაც არის საჭირო.მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, პრიორიტეტი არის დედაქალაქში გასატარებელი რეფორმები,- ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკეტმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ირაკლი კობახიძისგან განსხვავებით, რატომ არ მონაწილეობს კახა კალაძე შეხვედრებში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი რეგიონებში მართავს.

ჩუგოშვილის განცხადებით, ბუნებრივია, რომ კალაძის შრომითი დატვირთვა სწორედ თბილისზე ზრუნვასთან დაკავშირებით მოდის.

ჟურნალისტების კითხვაზე, ადგილი ხომ არ აქვს შიდა კონკურენციასა და შიდა ბრძოლას, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ ეს მოსაზრება არის მოცლილი ოპოზიციის ჭორაობა.

"შეგიძლიათ არ ინერვიულოთ კახასთან დაკავშირებით. კახა არის თბილისის არჩეული მერი და ბუნებრივია, რომ მისი შრომითი დატვირთვა მოდის სწორედ თბილისზე ზრუნვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მას შემდეგ, რაც მან მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, ის არის პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ანუ მთავარი პირი, რომელიც ამ ტიპის შეხვედრებსა და ღონისძიებებზე უნდა იმყოფებოდეს. ამიტომ კახა იმ დოზით არის წარმოდგენილი ამ პროცესში, რა დოზითაც არის საჭირო. ბუნებრივია, მისთვის, როგორც თბილისის მერისთვის, პრიორიტეტი არის დედაქალაქში გასატარებელი რეფორმები,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო