ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - გირჩევნიათ, ნუ გამითამამდებით

ნუ გამითამამდებით, გირჩევნიათ, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ.

ეკა ბესელიას პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით განცხადების გაკეთება სურდა, რა დროსაც მას სხდომის წამყვანმა დავით მათიკაშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ თუ პროცედურულ საკითხებზე აკეთებდა განცხადებას, ხელი აეწია და ნებართვას მიიღებდა, რაზეც ეკა ბესელიამ უპასუხა: „რა ვქნა?! -ეს რეგლამენტში გიწერიათ?

ეკა ბესელიას განცხადებას დავით მათიკაშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: „სხვათაშორის, თქვენგან ვისწავლე, როცა კომიტეტის თავმჯდომარე იყავით”, რასაც ეკა ბესელიას პასუხი მოჰყვა, რომ „მათიკაშვილმა ცუდად ისწავლა ის, რაც ასწავლა“.

მათიკაშვილმა ბესელიას კორექტურობისკენ მოუწოდა, საბოლოოდ ეკა ბესელიამ პროცედურასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელიც ფრაქციებისთვის დროის გამოყოფის საკითხს ეხებოდა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს