სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ დარჩელში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის იაშა არნანიას აღმკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდებული პროკურორის მოთხოვნას არ დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს გირაოს თანხას ვერ შესთავაზებდა, რადგან მისი გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნდა.

„არ ვეთანხმები პროკურორის მოთხოვნას, მაგრამ გირაოს გადასახდელი თანხა არ მაქვს. წამალი რომ ვიყიდო იმის ფული არ მაქვს", - აღნიშნა მან.

პროკურატურის ინფორმაციით, იაშა არნანიამ შვილიშვილს გულ-მკერდისა და მარცხენა ხელის არეში ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა 21 ოქტომბერს მოხდა.

იხილეთ ვიდეო: შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 82 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა - პროცესის კადრები

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა