გედევან ფოფხაძე - მიმაჩნდა, რომ თუ გადავერთვებოდი რომელიმე, თუნდაც ეკა ბესელიას პარტიის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, ამით პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა მოვწყვეტილიყავი

დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ეკა ბესელიას პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს.

როგორც ფოფხაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ეკა ბესელიას პარტიის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გადართვით პოლიტიკურ ცხოვრებას წყდებოდა.

მისივე განცხადებით, შეიქმნება პლატფორმა, სადაც რამდენიმე ერთმანეთთან კოორდინირებული პარტიები გაერთიანდებიან.

„მიმაჩნდა, რომ თუ მე გადავერთვებოდი რომელიმე, თუნდაც ეკა ბესელიას პარტიის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, ამით პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა მოვწყვეტილიყავი. პარტიის შიდაორგანიზაციულ მუშაობას ძალიან დიდი დრო სჭირდება. იმ მომენტში რა მოცემულობაც შეიქმნა, იმან ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა, მინდა, რომ ამ პოლიტიკურ რეალობას მეც და ჩემმა კოლოგებმაც, რომელებიც ერთ პლატფორმაზე აღმოვჩნდით, თვალი გავუსწოროთ. ეს ერთი გუნდი შეიძლება არ იყოს, მაგრამ იყოს ერთი პლატფორმა, რომელიც იქნება მაქსიმალურად კოორდინირებული. ჩვენ ვალდებულებები გვაქვს ერთმანეთისა და ქვეყნის წინაშე,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძეს არ დაუკონკრეტებია, 2020 წლის არჩვნებში მონაწილეობას ეკა ბესელიასთან ერთად მიიღებს თუ არა.

„კოორდინაციაში ყველა შემთხვევაში ვიქნებით. მე ალბათ, თებერვლის ბოლომდე რაიმე კონკრეტულ განაცხადს არ გავაკეთებ, თუმცა მაგ პერიოდისთვის დავაანონსებ ჩემს პოზიციას 2020-თან დაკავშირებით. მარტის ბოლომდე ორგანიზაციულადაც ჩამოვყალიბდები და შემდგომ გავაჟღერებ ჩემს პოზიციას,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატი ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას სახალხო მთავრობა და მასში გაერთიანებულ პარტიების მინისტრის პორტფელი არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციულად უნდა გადაეცეთ.

„ჩვენ უნდა შევქმნათ სახალხო მთავრობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს თავისი კონკრეტული ლეგიტიმაცია. ვგულისხმობ, ამ პლატფორმის რამდენიმე პარტიას, რომლებიც ერთმანეთთან კოორდინაციაში იქნებიან. ხმების რა რაოდენობასაც მიიღებენ ისინი, იმის პროპორციულად უნდა მიიღონ მინისტრის პორტფელი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა