მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ სამუშაო შეხვედრას ვგეგმავთ და აქედან გამომდინარე, თავს შევიკავებდი პარლამენტში ღია შეხვედრის გამართვისგან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ სხვადასხვა დელეგაციების პორტის შესაძლებლობებით დაინტერესება მისასალმებელია. როგორც მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან არ იცის დეტალები უზბეკეთის დელეგაციის მხრიდან პორტის საკითხით დაინტერესების და ადგილზე ვიზიტის შესახებ, თუმცა, აღნიშნავს, რომ დელეგაციებს კონსორციუმი უმასპინძლებს.

„როგორც ვიცი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მასპინძლობს ამ დელეგაციებს, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა. სხვადასხვა დელეგაციებისთვის ხდება პორტის ჩვენება და ალბათ, მათი დაინტერესება ამ პორტის შესაძლებლობებით, რასაც, რა თქმა უნდა, მივესალმებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის საკითხზე პარლამენტში ცქიტიშვილის დაბარების საკითხს, როგორც ვიცე-პრემიერი აცხადებს, მას დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტში მისვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან დიალოგის პრობლემა არ გვაქვს. ვგეგმავთ სამუშაო შეხვედრას და აქედან გამომდინარე თავს შევიკავებდი პარლამენტში ასეთი სახით ღია შეხვედრის გამართვისგან. დღეს ამ პროექტს სჭირდება სამუშაო შეხვედრები, რათა სამუშაო რეჟიმში მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, ვისაუბროთ და გამოვნახოთ გამოსავალი ან გზები პროექტთან დაკავშირებით შექმნილი ვითრებიდან და არა საჯარო დისკუსიებით პარლამენტში. ამიტომ მოდით, ვაცადოთ ერთმანეთს, მთავრობას და კონსორციუმს, რომ სამუშაო რეჟიმში იმუშაონ ამ პროექტზე“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო