ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს - არ ინერვიულოთ, შურისძიება რომ მდომოდა, 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში

მე არ მეგონა, თუ თქვენ ასე შეშინდებოდით ჩემი პირისპირ დანახვით. შურისძიება რომ მდომოდა, 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში, - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ პაატა სილაგაძეს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პაატა სილაგაძისნაირი მოსამართლე არ უნდა იყოს ბოლო ინსტანციის მოსამართლე.

„ბატონო პაატა, თქვენ არ ინერვიულოთ, მშვიდად შეეეცადეთ გამცეთ პასუხები. შურისძიება რომ მდომოდა, ან თქვენი ან იმ ადამიანების მიმართ, ვინც სისხლგაყინებულებმა, უხორცოდ და უსულგულოდ გაასამართლეთ სკოლის მოსწავლე პატარა ბიჭი, არარსებული დანაშაულისთვის, იმიტომ, რომ მე ვერაფერი მომიხერხეთ, 7 წელი ვიყავი ხელისუფლებაში... ამ დროის განმავლობაში არც ერთი ის პროკურორი და არც ერთი ის მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა ამ საქმეში, ჩემი მხრიდან არასდროს დასმულა მათი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - აღნიშნა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო