ეკა ბესელია დავით მათიკაშვილს - ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები წინ გაქვთ - პირადად შენ, უარესი არ დაგემართოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ხმაური კომიტეტის სხდომაზე კანდიდატის მისამართით ეკა ბესელიას კითხვებს მოჰყვა, რა დროსაც მათიკაშვილმა დეპუტატს კორექტულობისკენ მოუწოდა. ბესელიამ კი მათიკაშვილს მიმართა, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა.

„ხელს ნუ მიშლი, თუ გინდა სხდომა გააგრძელო, თორემ მაგალითები გაქვთ წინ. უარესი არ დაგემართოს შენ პირადად. არ შემაწყვეტინოთ სიტყვა”,- განაცხადა ბესელიამ.

მათიკაშვილმა ბესელიას მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინა და „კიდევ ერთხელ ნუ გამოაჩენდა სახეს“.

„ბევრს ნუ ლაპარაკობ, შენ სახეს მიხედე. შენნაირი მედროვეები აზიანებენ პარლამენტსაც და გუნდსაც”,-განაცხდა ბესელიამ.

ამის შემდეგ მათიკაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ბესელიას, თავი შეეკავებინა და აღნიშნა, რომ „თუ თავის შეკავება არ შეეძლო”, დარბაზი დაეტოვებინა, რაზეც ბესელიამ აღნიშნა, რომ „ამ სიამოვნებას ვერ მიანიჭებდა“.

„სინდისი, რომ გაგაჩნდეს, შენ უნდა დატოვო ეს ადგილი. მხდალი, ლაჩარი და ყველაფრის მკადრებელი, მედროვე მათიკაშვილი”,- განაცხადა ბესელიამ.

მანამდე კი ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის წინა რეჟიმის ჯალათი. ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისი არაკომპეტენტურობა ჩანს იმ განჩინებაში, რომელიც მისი შვილის საქმეზე აქვს გამოცემული და სადაც საპროცესო კანონმდებლობის მუხლებიც კი არასწორად აქვს მითითებული.

სხდომა ამ წუთებშიც რეპლიკების და ურთიერთშელაპარაკების ფონზე მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა